პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სპეკულაცია.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, იმის შესახებ, განიხილება თუ არა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენება.