იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულების გახსნა წლის ბოლომდე იგეგმება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაითურში, 700-მდე პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დაწესებულების გახსნა წლის ბოლომდე იგეგმება.

„ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი მორგებულია, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა