რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი „პრობბოქსი" ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ინოვაციური პროდუქტი „პრობბოქსი" ქუთაისის შემდეგ უკვე ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. ნოვატორული ტექნოლოგიური მოწყობილობით სარგებლობა პრობაციონერებს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, თელავში, გორსა და ზუგდიდში შეუძლიათ; ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„PROBBOX" ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა. მასში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შედეგად პირობით მსჯავრდებულები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას სწორედ „პრობბოქსის" გამოყენებით შეძლებენ.

„პრობბოქსის" სერვისებს შორისაა: შეთავაზებები დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, განაცხადის წარდგენა რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია და მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის დაჯავშნა.

„პრობბოქსი" იუსტიციის სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ქართულმა ინოვაციამ უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა