ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის წარდგენის შემდეგ ახალ ბულვარში ინციდენტი მოხდა

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ახალ ბულვარში ინციდენტი მოხდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიციის თანამშრომელს ალენ მახაჭაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, პოლიციელი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე ძალადობით გამოირჩეოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ანთაძის თქმით, ალენ მახაჭაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეკრებაზე მივიდა და მალულად ფოტოებს იღებდა. ოპოზიციის ინფორმაციით, მახაჭაძე აღნიშნულ ფოტოებს სავარაუდოდ პოლიციის მაღალჩინოსნებს უგზავნიდა.

"მთელი დღეა აქციაზე ხარ და ფოტოებს იღებ, კრიმინალს მიხედეთ აქ ყოფნის ნაცვლად. თორნიკე რიჟვაძემ გამოგიშვათ? პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი ხართ. თქვენ დაიჭირეთ ჩვენი თანაგუნდელი ლევან გორგილაძე და ახლა რა დავალება გაქვს?“- მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ალენ მახაჭაძეს.

თავის მხრივ, ალენ მახაჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ ბულვარში სეირნობდა და მეგობარს ელოდებოდა.

"ფოტოები მე არ გადამიღია, რადგან ამ ტერიტორიაზე გავჩერდი, იმას არ ნიშნავს აქციაზე მოვედი. მეგობარს ველოდები",- განაცხადა ალენ მახაჭაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა