სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად, თვის ბოლოს კი ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება

“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოში თვის ბოლოს ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება.

როგორც ჩიხლაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის მაჩვენებელი არ იზრდება და ხელისუფლება პროცესის გასაძლიერებლად არაფერს აკეთებს.

"ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება თვის ბოლოს. ამავე დროს, ვხედავ, რომ ყოველდღიურად იმდენად ცოტა ადამიანი იცრება, რომ აცრის მაჩვენებლის პროცენტს რაოდენობა აღარ ემატება. მოსახლეობის 31%-ს ვერ ავცდით, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 70%. სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად. ფინანსურადაც და მნიშვნელობითაც ღირებული ვაქცინები გადაიყრება თვის ბოლოს",- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა