ირაკლი ქარსელაძე - რუსთავის სპორტკომპლექსი რეგიონში სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება

რუსთავის სპორტკომპლექსი რეგიონში სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რუსთავში სპორტული კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ყველა თაობის, მათ შორის, პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეებით.

„რუსთავის სპორტკომპლექსი იქნება მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისთვის ის შესაძლებლობა, რომელიც ამ დიდ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა. წლის ბოლოს მისი დასრულება იგეგმება. ყველა თაობის, მათ შორის, პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რომ 2021 წელს ქვეყნის 4 ქალაქში დავიწყეთ სპორტული კომპლექსებისა და ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა, რომელთა დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება”,- აღნიშნა ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები ვითარდება რომლის ფარგლებშიც კომპფორტული და უსაფრთხო გადაადილების გარდა, შესაძლებელია კონკრეტული მდებარეობების ერთმანეთთან უფრო დაახლოვება, დროის დაზოგვა, რაც საბოლოო ჯამში, დადებით ზეგავლენას იქონიებს ეკონომიკის სტიმულირების კუთხით“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცით, ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.

„ სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. სპოტრული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და სხვა.

შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება.

სპორტული კომპლექსის პროექტი საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 19.3 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი“,- აღნიშნავენ უწყებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა