„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეროვნული შერიგების პროცესი არ დაწყებულა და შესაბამისად, “ჩიხშიც ვერ შევა”.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საკითხები, რაზეც ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით საუბრობენ არარეალურია და უნდა იმოშაონ თემებზე, რაც ხალხს აწუხებს.
“იმისთვის, რომ რამე ჩიხში შესულიყო, ჯერ უნდა დაწყებულიყო. არაფერი დაწყებულა და რა უნდა შევიდეს ჩიხში? მგონია, რომ რეალობას აცდენილია ყველა საკითხი, რაზეც ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებითაა საუბარი. მოვუწოდებ ყველას, ვიმუშავოთ კონკრეტულ თემებზე, რაც ხალხს აწუხებს. მაგალითად, საპენსიო სესხის პროცენტის დაწევას მივაღწიეთ, ასევე ვისაუბროთ, სამუშაო ადგილები როგორ უნდა შევქმნათ, წამალი როგორ უნდა გავაიაფოთ. ეს უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება, ვიდრე გაუთავებელი საუბარი იმაზე, რაც არ არსებობს, რაც არც დაწყებულა და ვერც ჩიხში შევა, რადგან დაწყებული არ არის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.