“სტრატეგია აღმაშენებელი” პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქმნის

“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქმნის. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი ორშაბათიდან, 14 თებერვლიდან ამოქმედდება და მისი ფუნქცია პენსიონერების უფლებების სამართლებრივი დაცვა იქნება.

ვაშაძის თქმით, აღნიშნულ ცენტრს პარტიის წევრი თეონა ჭალიძე უხელმძღვანელებს.

“პარლამენტში ვქმნით პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს. ნებისმიერ პენსიონერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დევნილს, ვისაც სამართლებრივი პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე და დეტალურად გავივლით თქვენს ყველა პრობლემას. ასობით ადამიანმა უკვე გამოგვიგზავნა ინფორმაცია საკუთარ სასესხო საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ძალიან ხშირად ხდება ადამიანების მოტყუება, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ბანკების მხრიდან, რის გამოც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იჩაგრებიან. ამ ცენტრს ექნება ფუნქცია, რომ თქვენი უფლებები დაიცვას, ძვირფასო პენსიონერებო. ამ ცენტრს უხელმძღვანელებს თეონა ჭალიძე პარლამენტში, ჩვენს აპარატში. როგორც სოციალურ ქსელით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით და პარლამენტში მობრძანებით, შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება და თითოეულ თქვენს პრობლემა მივყვებით ბოლომდე",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა