მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე გარემოსდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მაია ბითაძემ მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად სრულად დერეგულირებულ სფეროში „ქართული ოცნების“ გუნდმა 2012 წლიდან განახორციელა გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მმართველობის მყარი საფუძვლების ჩამოყალიბების მიზნით.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ზემოაღნიშნული ფუნდამენტური საკანონმდებლო და მმართველობითი რეფორმების განხორციელებისთვის. მან დამსწრეებს გააცნო კომიტეტის გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც მათ შორის მოიცავს კლიმატმედეგი ურბანული გარემოს განვითარებას, ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერას და ამისთვის საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვას, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებასთან საქართველოს ადაპტაციისთვის შესაბამისი გეგმის შემუშავებას და კლიმატის სფეროში ამბიციური ცვლილებების განხორციელებას.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერისთვის და ამასთან, ხაზი გაუსვა ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებას სამომავლოდ დაგეგმილი ამბიციური რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის.

მაია ბითაძემ ევროპარლამენტარებთან ასევე, ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმის ძირითადი ასპექტების, რეფორმის საჭიროებისა და იმ სისტემური გაუმჯობესებების შესახებ, რომელსაც ახალი ინსტიტუციური მოწყობა ითვალისწინებს და რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი, ეფექტიანი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას.

საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა - მაკა ბოჭორიშვილმა, ლევან ქარუმიძემ, მაია ბითაძემ, დავით სონღულაშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ეკა სეფაშვილმა, ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა