ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმის ძირითადი პრინციპები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფარმაცევტული სფეროს საკანონმდებლო რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებში მუშავდება „სამკურნალო საშუალებების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტები.

„დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოება, ეფექტიანობა, არარაციონალური მოხმარება და ძირითადი (სასიცოცხლო) მედიკამენტების ხელმისაწვდომობა კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა ფარმაცევტულ სფეროში რეფორმის განხორციელება და ახალი კანონმდებლობის შექმნა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში მივაღწიოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას, სამკურნალო საშუალებების რაციონალურ მოხმარებას და ფარმაცევტული დანახარჯის შეკავებას, ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო უზრუნველყოფას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული რეფორმის მიზანია, ქვეყანაში მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების და ხელმისაწვდომობის სახელმწიფო უზრუნველყოფისთვის სამართლებრივი საფუძველის შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა