რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე ერთი მხრივ დასავლეთის ქვეყნებისა და მეორე მხრივ რუსული დაზვერვის როლზე, იმაზე, თუ რამდენად დიდია უკრაინასა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ალბათობა, იმავე სადაზვერვო მონაცემებით უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დღეისათვის არსებული ვითარების გათვალისწინებით მოვლენათა განვითარების რა სცენარებზე შეიძლება საუბარი, “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ არარეზიდენტ მკვლევარს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსს, სოფია ბაბუნაშვილი ესაუბრა.
- ქალბატონო სოფია, მას შემდე, რაც კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა, საერთაშორისო ურთიერთობებში კარგა ხნის წინ დაწყებულ დროში გაგრძელებულ კრიზისს კვანძის გახსნის დრო დაუდგა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მიყენებულ რუსული ჯარის სწავლებებსა და კონცენტრირებას დამკვირვებელთა ნაწილი იმას, რაც ხდება რუსულ შანტაჟს, ნაწილი კიდევ „დიდ რუსულ ბლეფს“ უწოდებს, დღეისათვის მოცემულობა ასეთია - უკრაინის გამო, იმის გამო, რომ კრემლს პოსტსაბჭოთა სივრცეზე სურს ჰქონდეს განსაკუთრებული უფლებები, ეს ისაა, რის გამოც უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები ვაშინგტონ-მოსკოვს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის.
დამკვირვებლები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობებში არ ყოფილა ისეთი დაძაბული ვითარება, როგორც ახლაა. მეტიც, დღეისათვის არსებულ ვითარებას ბევრი „კარიბის კრიზისსაც“ ადარებს, რომელიც სსრკ-ს მიერ კუბაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოჰყვა.
ისტორიიდან ვიცით, რომ „კარიბის კრიზისის“ როგორც დაწყებაში, ისე დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-სა და სსრკ-ს დაზვერვამ. დასავლეთსა და რუსეთს შორის მორიგი დაძაბულობის ისტორია იმდენად ახალი ამბავია, რომ მისი განვითარების მთელი ქრონიკა ვიცით. ცხადია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვის რუსულ ულტიმატუმს სავარაუდოდ წინ რუსული დაზვერვის აქტიურობა უძღოდა. ცხადია ასევე, რომ რიაბკოვის განცხადების შემდეგ, მხარეების სადაზვერვო სამსახურები გააქტიურდებოდნენ, რაზეც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებიც მეტყველებდნენ.
გასაგებია, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაზვერვის საქმიანობის მეთოდები ალბათ ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც ამ სფეროში დღეს ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემებზე შეიძლება მსჯელობა. კერძოდ იმაზე, რა პარალელების გავლება შეიძლება ამ ორ კრიზისს შორის და როგორ შეიცვალა დაზვერვის საქმიანობის მეთოდები?
- პირველ რიგში დავეთანხმები იმ აზრს, რომ დაზვერვას კრიზისების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან დროულ და ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს საგარეო პოლიტიკის იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გავლენას მოახდენენ კრიზისების განმუხტვაზე.
იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ლიდერების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებების მიერ მოხდება სადაზვერვო ინფორმაციის რეალურ დროში სწორად გამოყენება, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნებს შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.
რაც შეეხება „კარიბის კრიზისს,“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო მოსკოვის დაპირისპირება დასავლეთთან მართლაც შეადარა 1962 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირებას, რომელმაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა.
საქმე ისაა, რომ დღეს არსებული რთული დიპლომატიური მდგომარეობა რუსეთსა და დასავლეთს შორის და საომარი ვითარება მართლაც მოგვაგონებს სამოცი წლის წინანდელ კრიზისს, თუმცა, შეცვლილი როლებით.
მაშინ კენედიმ საზღვაო ბლოკადა დააწესა კარიბის ზღვის კუნძულზე და ამით მიანიშნა მოსკოვს, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ სამხედრო მოქმედებებს მიმართავდა მისი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
დღეს კი რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს. კერძოდ, არ მიიღონ უკრაინა ნატო-ში და ომით იმუქრება. მეტიც, მიანიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და რომ ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებული.
მაშინ ჩიხური სიტუაცია დასრულდა იმით, რომ ხრუშოვი დაჰპირდა კუბიდან მოაშორებდა რაკეტებს, თუ აშშ არ შეიჭრებოდა კუნძულზე. დღეს როგორ დასრულდება კრიზისი ჯერ კიდევ არ ვიცით.
მიუხედავად გარკვეული პარალელებისა, ეს ორი დაპირისპირება მაინც ვერ შეედრება ერთმანეთს. კუბის ბირთვული კრიზისი ნაკლებად რთული იყო. აქ დაპირისპირებული იყო ორი ზესახელმწიფო. დღეს დაპირისპირება გაცილებით კომპლექსურია და მეტი მხარეა წარმოდგენილი.
მიუხედავად გარკვეული პარალელებისა, ეს ორი დაპირისპირება მაინც ვერ შეედრება ერთმანეთს. კუბის ბირთვული კრიზისი ნაკლებად რთული იყო. აქ დაპირისპირებული იყო ორი ზესახელმწიფო. დღეს დაპირისპირება გაცილებით კომპლექსურია და მეტი მხარეა წარმოდგენილი
ასევე, აშშ-სა და რუსეთს შორის ძალების სხვაობა გაცილებით დიდია, ვიდრე იყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის. რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, არც სამხედრო და არც ეკონომიკურად, როგორც საბჭოთა კავშირი იყო იმ პერიოდში. სამაგიეროდ, ვფიქრობ ბირთვული ესკალაციის ალბათობა მაშინ უფრო მაღალი იყო ვიდრე არის დღეს.
ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ კუბის კრიზისმა ნათლად აჩვენა დაზვერვის მნიშვნელობა. აჩვენა რამდენად გადამწყვეტი შეიძლება იყოს, როგორც წარმატებული მუშაობა დაზვერვის ასევე, მისი ჩავარდნები.
მაშინ, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა და რაღაც მომენტებში გაწყდა კიდეც. სწორედ დროული სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და წარმოება იყო მთავარი კომპონენტი.
დაზვერვის ჩავარდნა ვახსენეთ და აქაც კუბის კრიზისი კარგი მაგალითია, კერძოდ, როდესაც თეთრ სახლში U-2 თვითმფრინავის სადაზვერვო მისიის დროს გადაღებული ფოტო ნახეს და მასზე ამოიცნეს საბჭოთა R-12 საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შექმნილი იყო ბირთვული ქობინის გადასატანად, მაშინ ყველას დაზვერვის მიმართ გაუჩნდა კითხვები, თუ როგორ მოახერხა საბჭოთა კავშირმა ასე ჩუმად და წარმატებით რაკეტების შავი ზღვიდან ხმელთაშუაზღვაში გადმოტანა და შემდეგ ატლანტის ოკეანის გადალახვა.
რაც შეეხება, დღეს მიმდინარე კრიზისის დროს დაზვერვის ჩავარდნას, ამას დრო გვიჩვენებს, თუ როგორ შეფასდება მათი მუშაობა რეალური მოვლენების გათვალისწინებით.
რაც შეეხება მაშინდელ და თანამედროვე სადაზვერვო მეთოდებს, დღესაც იგივე მეთოდებს იყენებს დაზვერვა, რასაც მაშინ, კერძოდ, იქნება ეს ადამიანური რესურსი, სიხშირის გადაჭერა, თუ საჰაერო კოსმოსური გადაღებები. თუმცა, თუ ძველად საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სადაზვერვო სამსახურების ექსკლუზივი იყო, მათ ჰქონდათ რესურსი და ცოდნა გაეტეხათ რთული კოდები და დიდი მასშტაბის ინფორმაცია შეეგროვებინათ, დღეს ეს შეიცვალა.
დღეს ინფორმაციაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა ბევრს აქვს, ისევე როგორც მსოფლიოს ნახევარზე მეტი ინტერნეტ-სივრცეშია. შესაბამისად, დღეს ღია სადაზვერვო წყაროები ანუ ინტერნეტზე, გუგლის სატელიტურ ფოტოებზე წვდომა, სახის მაიდენტიფიცირებელი აპლიკაციები, დრონები და სოციალური მედიის საშუალებით რეალურ დროში გავრცელებული ინფორმაცია ყველას დაზვერვის შემგროვებლად აქცევს. რაც პრინციპში ნათლად გამოჩნდა ამ კრიზისის დროსაც.
დღეს ინფორმაციაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა ბევრს აქვს, ისევე როგორც მსოფლიოს ნახევარზე მეტი ინტერნეტ-სივრცეშია. შესაბამისად, დღეს ღია სადაზვერვო წყაროები ანუ ინტერნეტზე, გუგლის სატელიტურ ფოტოებზე წვდომა, სახის მაიდენტიფიცირებელი აპლიკაციები, დრონები და სოციალური მედიის საშუალებით რეალურ დროში გავრცელებული ინფორმაცია ყველას დაზვერვის შემგროვებლად აქცევს. რაც პრინციპში ნათლად გამოჩნდა ამ კრიზისის დროსაც
ჩვენ ყოველდღიურად ვიღებდით განახლებულ ინფორმაციას უკრაინა-რუსეთის, უკრაინა-ბელორუსის საზღვრიდან, ვიღებდით ინფორმაციას შეარაღებული ძალების თუ სხვადასხვა ტექნიკის გადაადგილების შესახებ, ასევე, შავ და ხმელთაშუა ზღვებში რუსული გემების გადაადგილების შესახებ და ამ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სულაც არ იყო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული.
- გასაგებია, რომ ყველა დაზვერვის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი უტყუარი ინფორმაცია მოიპოვოს მოწინააღმდეგის გეგმებზე, სამხედრო ძალების რიცხოვნობაზე, გადაადგილების მარშრუტზე და ასე შემდეგ.
ცხადია, მედიაში არ ხვდება დაზვერვის მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მაინც ასე დავსვამ კითხვას - ორივე მხარის იმ სადაზვერვო ინფორმაციით, რაც მხარეების მიერ მედიის საშუალებით იქნა გავრცელებული, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება უკრაინის საზღვართან მხარეებს შორის არსებული ვითარება?
- არსებული ვითარების გათვალისწინებით და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის განცხადებით რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა თავისი ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფების ნახევარს, როგორც უკრაინის ასევე ბელარუსის საზღვრებთან ახლოს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის განცხადებით რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა თავისი ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფების ნახევარს, როგორც უკრაინის ასევე ბელარუსის საზღვრებთან ახლოს
უკრაინული შეფასებებითაც საქმე გვაქვს 112 000 სახმელეთო და 18 000 საჰაერო და საზღვაო სამხედრო მოსამსახურესთან. აშშ-ის დაზვერვის ჯერ კიდევ დეკემბრის პერიოდის შეფასებების მიხედვით რუსეთს შეუძლია 175 000 ჯარისკაცამდე რაოდენობის გაზრდა.
ყოველდღიურად განახლებული განცხადებების მიხედვით აშკარაა უკრაინის საზღვრებთან ახლოს რუსეთის მხრიდან არ შეჩერებულა სამხედრო ძალების, მათ შორის მხარდამჭერი ჯგუფების გადასროლა, როგორებიცაა საჰაერო თავდაცვის და ლოგისტიკური ჯგუფების მობილიზება, შინაგანი ჯარის - როსგვარდიის ნაწილების გადაყვანა - რომელთა ამოცანაც სავარაუდოდ ზურგის კომუნიკაციების დაცვა და დაკავებულ ტერიტორიაზე ,,წესრიგის დამყარება იქნება.
შავ ზღვაში ასევე შემოვიდნენ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების 6 სადესანტო ხომალდი, რომლებსაც შეუძლიათ როგორც სამხედრო პერსონალის, ისე ტანკების და ჯავშანტრანსპორტიორების გადაყვანა.
შავ ზღვაში ასევე შემოვიდნენ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების 6 სადესანტო ხომალდი, რომლებსაც შეუძლიათ როგორც სამხედრო პერსონალის, ისე ტანკების და ჯავშანტრანსპორტიორების გადაყვანა
აქვე მხედველობაშია მისაღები უკრაინის გადაწყვეტილება 10 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ანუ რუსულ-ბელარუსული წვრთნების პარალელურად, თავის საზღვრებთან ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, სადაც უკრაინელი სამხედროები ივარჯიშებენ დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების და პარალელურად თურქული საბრძოლო დრონების გამოყენებაში.
სამწუხაროდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ ხდის საჯაროდ, რა რაოდენობის უკრაინელი სამხედრო იქნება ჩართული აღნიშნულ წვრთნაში.
- კრიზისის ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო ინფორმაციებს. ფაქტია, რომ კრიზისულ ვითარებებში ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს დაზვერვის ინფორმაციის გავრცელებას თავისი მიზეზი და მიზნები აქვს.
ამიტომ, ხშირად ურთულეს თემებზე ამა თუ იმ მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიმართ ნდობა არც თუ ისე მაღალია.
თქვენი დაკვირვებით უკრაინა-რუსეთს შორის დღეისათვის ჩამოყალიბებულ კრიზისულ რეალობაში რამდენად სანდოა მხარეების მიერ გავრცელებული სადაზვერვო ინფორმაცია?
- ზოგადად სადაზვერვო ინფორმაცია ყოველთვის არ არის უტყუარი და დაზვერვაც ცდება. თუმცა, მაინც უკეთესია დაეყრდნო სადაზვერვო ინფორმაციას ვიდრე ზოგად შეხედულებებს, მოსაზრებებს და ინტუიციას.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ოპერაციების ჰიბრიდული პროცესი. შესაბამისად, გარკვეული ინფორმაცია ვრცელდება ამ მიზნებისთვის და რა თქმა უნდა გამოიყენება გარკვეული სადაზვერვო ხრიკები.
ზოგადად დაზვერვა მიმდინარე პროცესია და პოტენციური მოწინააღმდეგის სუსტი და ძლიერი მხარეების შესწავლას ცდილობს. მაგალითად, კარგად ჩანს რუსეთის მიერ ჩატარებულ წვრთნებში მოწინააღმდეგის დახასიათებაში თუ რა მიმართულებით მუშაობდნენ, რა იყო მათი სამიზნე და რამდენად კარგად ყავთ მოწინააღმდეგე შესწავლილი. ასევე, რა იყო დაზვერვის ძირითადი და მეორადი ამოცანა. დაზვერვა არის ყოველთვის საწყისი, რაზედაც შემდეგ ებმება ინფორმაციული, კონვენციური თუ არაკონვენციური პროცესები.
ზოგადად დაზვერვა მიმდინარე პროცესია და პოტენციური მოწინააღმდეგის სუსტი და ძლიერი მხარეების შესწავლას ცდილობს. მაგალითად, კარგად ჩანს რუსეთის მიერ ჩატარებულ წვრთნებში მოწინააღმდეგის დახასიათებაში თუ რა მიმართულებით მუშაობდნენ, რა იყო მათი სამიზნე და რამდენად კარგად ყავთ მოწინააღმდეგე შესწავლილი. ასევე, რა იყო დაზვერვის ძირითადი და მეორადი ამოცანა. დაზვერვა არის ყოველთვის საწყისი, რაზედაც შემდეგ ებმება ინფორმაციული, კონვენციური თუ არაკონვენციური პროცესები.
რაც შეეხება მეთოდებს იქნება ეს საბრძოლო, ტექნიკური თუ ადამიანური, მიუხედავად იმისა, რომ ამ კრიზისში ყველა მეთოდი სავარაუდოდ გამოიყენება, რუსეთის ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში სწორედ საბრძოლო დაზვერვის ნაწილია. კერძოდ, რუსეთის მხრიდან სამი ძირითადი პროცესია:
1. რუსეთი ფიზიკური ძალით ანუ სამხედრო კონტინგენტის განთავსებით და მობილიზაციით ცდილობს დაზვეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები (ადამიანური, ლოგისტიკური რესურსები და საბრძოლო მზადყოფნა). აკვირდება როგორი იქნება უკრაინის თავდაცვის ძალების რეაგირება საფრთხეებზე. აკვირდება ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას შექმნილ კრიზისზე. ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილია და მიმდინარე პროცესია.
2. გეოპოლიტიკური მიზნები - ნატოს გაფართოება, გავლენის სფეროები და ბუფერული ზონები. ასევე, მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს რომ უკან არ დაიხევს. შესაბამისად ჩვენთან მიმართებაშიც, თუ უკრაინას არ მოვერიდეთ საქართველოსაც არ მოვერიდებით..
3. ეკონომიკური მიზნები - უკრაინის ეკონომიკის კრიზისი. რა პროდუქტებზეც აქვს რუსეთს კონკურენცია უკრაინასთან, შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე რუსული პროდუქციით ჩანაცვლდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ღია წყაროებით ან იჟონება, ან მოიპოვება რადიოგადაჭერით - მაგალითად რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ,,შეშფოთებული საუბარი“ უკრაინაში მოსალოდნელ სავარაუდო ომზე და მის შედეგებზე რუსეთისთვის, შეიძლება დასავლური და უკრაინული სამხედრო და პოლიტიკური წრეების შეცდომაში შეყვანის სტრატეგიის ნაწილი იყოს, რადგანაც დაზვერვის სამსახურები ხშირად ,,ასმენინებენ“ მოწინააღმდეგეს იმას, რისი მოსმენაც უნდათ.
ამიტომ ღია წყაროებით მიღებული ინფორმაციები სერიოზულ ფილტრში უნდა გატარდეს და დახურულ წყაროებთან შეჯერდეს. ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი, საზოგადოების განწყობებზე ,,სათამაშოდ“ ასევე პოლიტიკურ და სამხედრო სპექტრში დეზორგანიზაციის შესატანად, არის დიდი რაოდენობით მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ,,გამოსროლა“ ელექტრონულ საინფორმაციო სივრცეში.
ღია წყაროებით მიღებული ინფორმაციები სერიოზულ ფილტრში უნდა გატარდეს და დახურულ წყაროებთან შეჯერდეს. ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი, საზოგადოების განწყობებზე ,,სათამაშოდ“ ასევე პოლიტიკურ და სამხედრო სპექტრში დეზორგანიზაციის შესატანად, არის დიდი რაოდენობით მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ,,გამოსროლა“ ელექტრონულ საინფორმაციო სივრცეში
ამით ხდება მოწინააღმდეგის ანალიტიკური სამსახურების ყურადღების გადატანა და დიდი მოცულობის რესურსების გადართვა მეორეხარისხოვანი მიმართულებით, ასევე გამავრცელებელს საშუალება ეძლევა საკუთარი მოქმედებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შენიღბოს.
- ვიცით, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს, ნატოსა და რუსეთს, ეუთოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები და კონსულტაციები უსაფრთხოების გარანტიებზე არ დაწყებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრს საუბრობენ ევროპული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე, რომლის შემუშავებაში ჩართული იქნება მოსკოვიც, ამის ფონზე პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა საფრანგეთის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები მოსკოვში.
თუ ამ თემაზე გერმანიის კანცლერის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც იგი დაითანხმებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გადაიფიქროს უკრაინაზე შეტევა და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების პრობლემური საკითხების განხილვაში.
ასევე საყურადღებოა რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი მონაწილეობას არ მიიღებს 18 თებერვლისათვის დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. არადა, რაც იგი რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობს, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
სამწუხაროა, მაგრამ რუსული წყაროების მტკიცებით, 13 თებერვლიდან 19 თებერვლამდე რუსეთი გეგმავს ზღვიდან უკრაინის მისასვლელი ზონების ჩაკეტვას. უკრაინულ მხარეს დარჩება ოდესასთან მისასვლელი მხოლოდ ვიწრო ზოლი.
იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რაც უკრაინის თემასთან ერთი მხრივ უკრაინიდან, ხოლო მეორე მხრივ რუსეთიდან ვრცელდება, რამდენად მაღალი რჩება უკრაინასა და რუსეთს შორის დიდი ომის დაწყების ალბათობა?
- მედიაში გავრცელებული აშშ-ს სადაზვერვო უწყებების თუ მაღალჩინოსნების ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 60 ტაქტიკური საბრძოლო ბატალიონიდან 83-მდე რაოდენობა ორ კვირაში გაზარდა. მხედველობაშია მისაღები 14 ამდაგვარი დაჯგუფება ჯერ კიდევ ტრანსპორტირების პროცესშია. თუმცა ასევე სხვა ცნობით რუსეთმა უკვე მოახდიან თავის ხელთარსებული 168 ტაქტიკური საბრძოლო ბატალიონიდან 100-ის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან.
რუსეთ-უკრაინის დიდი ომის დაწყების ალბათობა მაღალი რჩება, თუმცა რა იქნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს უცნობია
ამერიკული შეფასებებით სრულმასშტაბიანი შეტევისთვის რუსეთს სჭირდება 120 ტაქტიკური საბრძოლო ბატალიონის მობილიზება. საზღვრებთან მობილიზებულია საჰაერო გამანადგურებლები, სარაკეტო სისტემები, ვერტმფრენები და წყალქვეშა ნავები. ამდაგვარად, სავარაუდოდ, რუსეთი 15 თებერვლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად.
ამ პერიოდისთვის ასევე მოსალოდნელია გზების, მიწის ზედაპირის მოყინვა რაც შეიძლება გაგრძელდეს მარტის ბოლომდე. ეს ხელსაყრელ გარემოს ქმნის საბრძოლო ტექნიკის სწრაფი გადაადგილებისთვის.
ამის გათვალისწინებით რუსეთ-უკრაინის დიდი ომის დაწყების ალბათობა მაღალი რჩება, თუმცა რა იქნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ეს უცნობია.
- ჩვენ მხარეების დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე ვიმსჯელეთ. მაგრამ ვხედავთ, რომ მხარეებს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციები სულ უფრო მკაცრი და მკაფიო ხდება.
ამაზე მეტყველებს თუნდაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვენდი შერმანის ეს განცხადება - “ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტომრებში მოთავსებულ მიცვალებულებს მიიღებს მოსკოვში”.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალბატონმა შერმანმა არ იცოდეს, რომ კრემლში, როცა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებში მიზნის მიღწევა სურთ, მსხვერპლი არც ერთ ეპოქაში არ დაუთვლიათ. ანუ მსხვერპლს არ ერიდებიან.
ფაქტია, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ აშშ-ს მაღალი დონის დიპლომატისგან ასეთი ღია და პირდაპირი ტექსტი არავის გაუკეთებია. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ქალბატონ ვენდი შერმანის ეს განცხადება?
- ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების ან ოპერაციის დაგეგმვისას ხდება სავარაუდო მსხვერპლის და პოტენციური ზარალის დათვლა, სამხედრო, ეკონომიკური, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე ვსაუბრობთ, როცა ერთი ზესახელმწიფო აპირებს საკმაოდ დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრას.
შესაბამისად, ის რომ, ომის შედეგად კრემლი ათასობით გვამს მიიღებს, ეს მათ თავიდანვე იციან. ამიტომ ეს განცხადება უფრო საინფორმაციო/დიპლომატიური ზემოქმედების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
- იმ მონაცემებზე დაყრდნობით რაც დღეისათვის ვიცით უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, მოვლენათა განვითარების რა სცენარებზე შეიძლება საუბარი უკრაინასა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის?
- რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკული დაზვერვის შეფასებით რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ 9 სავარაუდო მიმართულებიდან სამხედრო დარტყმის განხორციელება.
გავრცელებული ინფორმაციით განიხილება 2 სავარაუდო სცენარი, რაც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებიდან ერთდროულ შეტევას. სამხედრო ტერმინით რომ ვთქვათ „მარწუხებში მოქცევას“ (pincer movement) ანუ ორმაგი შემორტყმის ტაქტიკას მიმართავენ რუსები უკრაინის ჯარის გასანადგურებლად.
გავრცელებული ინფორმაციით განიხილება 2 სავარაუდო სცენარი, რაც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებიდან ერთდროულ შეტევას. სამხედრო ტერმინით რომ ვთქვათ „მარწუხებში მოქცევას“ (pincer movement) ანუ ორმაგი შემორტყმის ტაქტიკას მიმართავენ რუსები უკრაინის ჯარის გასანადგურებლად
გათვალისწინებულია უფრო აგრესიული სცენარიც, რომლის მიხედვითაც ორი მიმართულებიდან ჩერნობილის გვერდის ავლით პირდაპირი დარტყმა მოხდება კიევზე.
ჩემი აზრით, ყველაზე სავარაუდო სცენარი და სასურველი შედეგი, რასაც რუსეთი შეეცდება, იქნება უკრაინის აზოვის ზღვიდან „გაგდება“, ყირიმზე სახმელეთო დერეფნის გაჭრა და დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების მიერთება. ეს ბევრად უფრო ჩამოშლის და დეზორგანიზაციას შეიტანს უკრაინულ სახელმწიფო სისტემაში, გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს და პრორუსულ ელემენტებს გაუზრდის შანსს ძალაუფლება ხელში აიღონ.
ყველაზე სავარაუდო სცენარი და სასურველი შედეგი, რასაც რუსეთი შეეცდება, იქნება უკრაინის აზოვის ზღვიდან „გაგდება“, ყირიმზე სახმელეთო დერეფნის გაჭრა და დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების მიერთება
თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნები სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ სცენარებს და ვითარების გამწვავებას დონბასის რეგიონში მოელიან, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს უკრაინის სათავეში პრორუსული რეჟიმის მოსაყვანად.
რაც შეეხება კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მართალია ისინი ცოცხალ ძალას არ გააგზავნიან უკრაინის დასახმარებლად.
თუმცა, რუსეთს დაუწესებენ უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის სანქციები შესაძლოა დაუწესდეს „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს და რუსეთი „swift”-დან გაითიშოს, პარალელურად გააგრძელებენ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას და უკრაინისთვის სხვადასხვა სახის დახმარების მიწოდებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი