პარტია „ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარებს: ანდრიუს კუბილიუსს, ვიოლა ფონ კრამონს, სვენ მიქსერს, ანა ფოტიგას, რიჰო ტერასს და ჯორდი სოლეს შეხვდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრისას განხილული იქნა პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემა, სისტემური დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების გზები, ისევე როგორც უკრაინის საკითხი და ქართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები რეგიონში შექმნილ კონტექსტებში.
"უახლოეს მომავალში საქართველოს ორი დელეგაცია ეწვევა. "ლელოს" წევრებმა დელეგაციის წევრებს მათი ვიზიტების მოსამზადებლად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.