პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში საპარლამენტო უმრავლესობის შვიდმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და შვიდივემ ერთხმად მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილის კანდიდატურის მიმართ გამოხატა.

რაც შეეხება აღნიშნულ პოსტზე წარდგენილ თამარ ალფაიძეს, მის მხარდასაჭერად ორმა დეპუტატმა - მიხეილ სარჯველაძემ და ლადო კახაძემ ასწიეს ხელი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, სადაც კენჭი ორივე კანდიდატს უნდა ეყაროს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნა. ამასთან, ცალკე სახელმწიფო ორგანოდ ჩამოყალიბდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა