თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება.

„თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა