იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატები კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების ნაწილში კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
მისივე თქმით, პარლამენტის წევრებს სრული შესაძლებლობა აქვთ კანდიდატებს კითხვები დაუსვან და მათზე შთაბეჭდილება შეიქმნან.
"ერთია კრიტიკა, რომ ვინმეს ვიღაც არ მოსწონს. მეორეა ფაქტი თუ არგუმენტი, თუ რის საფუძველზე აცხადებენ უნდობლობას. რჩევა გასაგებია, თუმცა ეს ჭეშმარიტება არ არის - არ შეიძლება ამ აზრს ამბიცია ჰქონდეს სიმართლესა და შეჭმარიტებაზე", - ასე უპასუხა ანრი ოხანაშვილმა კრიტიკას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის და ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის პროცესის მიმართ არსებობს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს უსმენენ აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა.