ნათია მეზვრიშვილი - მინდა ვკითხო „ოცნებას“, რატომ თქვეს უარი ჩვენს შეთავაზებაზე, დაეყენებინათ სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - რატომ დაიმალნენ?

„ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა მორალური უფლება, რომ ვინმესთან რაიმე ალიანსში დაგვადანაშაულოს, ამ გადაწყვეტილების მერე, რაც სენაკში გააკეთეს, - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ნათია მეზვრიშვილი მმართველი პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ „21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა“.

მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართავს, რატომ არ მიიღეს ოპოზიციის შეთავაზება და რატომ არ დააყენეს სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„მე მინდა ვკითხო „ოცნებას“, რატომ თქვეს უარი ჩვენს შეთავაზებაზე? ამაზე პასუხს დღეს მამუკა მდინარაძემ თავი აარიდა. ვისურვებდი, რომ მას ამით დაეწყო თავისი სამარცხვინო ბრიფინგი დღეს. ჩვენს შეთავაზებაზე, როდესაც ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ სხდომაზე, დაეყენებინათ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და ჩვენ მას მხარს დავუჭერდით, რატომ დაიმალნენ? რატომ უწყობენ საკუთარ მოქალაქეებს სენაკში ბოიკოტს? და არა მხოლოდ სენაკში, სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რატომ მისცეს მითითება საჯარო მოხელეებს, აპარატის თანამშრომლებს, რომ გაქცეულიყვნენ, დამალულიყვნენ და დაეტოვებინათ სხდომა? წარმოუდგენელი რაღაც არის, პირდაპირ ეთერში დანაშაული ჩაადენინეს საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელეებს. რატომ იმალებიან საკრებულოს შენობაში „ოცნების“ წარმომადგენლები ოთახებში და სხდომას არ ესწრებიან? „ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა მორალური უფლება, რომ ვინმესთან რაიმე ალიანსში დაგვადანაშაულოს, ამ გადაწყვეტილების მერე, რაც სენაკში გააკეთეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სენაკის საკრებულოში გუშინ მომხდარ შემთხვევაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელი სიგიჟეა 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება 16 დეპუტატით მოინდომო“.

„სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მდინარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა