თინა ხიდაშელი ეროვნული თანხმობის პროცესზე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, დღის წესრიგი არ არსებობს - ვიქნები ამ ფორმატში, თუ ის არის დღევანდელი პროცესების შესახებ

ჩემი პირადი განცდაა, რომ ვერანაირი სამოქალაქო თანხმობის პროცესი ქვეყანაში ვერ წარიმართება, თუ ის იქნება ისტორიის კვლევის ფორმატით. ეს პროცესი შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავინახავთ დღევანდელი რეალობის პრიზმით და დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ფორმატს დღის წესრიგი არ აქვს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, დღის წესრიგი არ არსებობს. არ არსებობს ერთიანი ხედვა ფორმატთან დაკავშირებით. თუმცა, პირველი შეხვედრის მიზანიც და ამოცანაც თავისთავად ეს იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით და ბევრ თემაზე ყოფილიყო საუბარი, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი შეჯერდეს. ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემი პირადი განცდაა, რომ ვერანაირი სამოქალაქო თანხმობის პროცესი ქვეყანაში ვერ წარიმართება, თუ ის იქნება ისტორიის კვლევის ფორმატით. ეს პროცესი შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავინახავთ დღევანდელი რეალობის პრიზმით და დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე ცუდი იყო კარგი. ცუდი, მიუღებელი და არასდროს რომ არ უნდა გავიმეოროთ იყო ის, რაც დაემართა პირველ პრეზიდენტს და ამასობაში, არაფერი არ ვთქვათ უკვე სხვა პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ცოტა ხნის წინ გლდანის ციხეში ვნახეთ. ამიტომ ეს პროცესი თუ იქნება იმისთვის, იმ ამოცანით, რომ დღევანდელი რეალობის პრიზმაში დავინახოთ, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ გარკვეული ტიპის საინტერესო თანხმობის ქარტია მივიღოთ.

რაც შეეხება იმას, მე იქ ვიქნები თუ არა, ეს შეიძლება არავისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაუგებარი პროცესის ნაწილი არ ვიყო. ახლა ჩვენ ველოდებით დოკუმენტს, რომელშიც იქნება როგორც ფორმატი დაზუსტებული, ასევე თემატიკა. ჩემი განწყობა არის ნათელი - მე ვიქნები ამ ფორმატში თუ ის არის დღევანდელი პროცესების შესახებ", - განაცხადა ხიდაშელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა