"ლელოს საქართველოსთვის" დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. “ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ევროპული პარლამენტის ვიცე- პრეზიდენტ ჰაიტი ჰაუტალას შეხვდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იქნა ქართული დემოკრატიის და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები და მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხები.
„სხვადასხვა შეხვედრები ბრიუსელში მეოთხე დღეა მიმდინარეობს. შეხვედრები შედგა როგორც ევროპის პარლამენტის წევრებთან ასევე სხვა თანამდებობის პირებთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.