ნინო ბურჯანაძე - მოლოდინი მქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩაგვაყენებდა უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე - მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის

მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩაგვაყენებდა უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე - მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რაკურსი გადავიდა წარსულის შეფასებაზე,- ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ახლა ნომერ პირველი აქტუალობის არ არის.

"ეს არ არის ჩემი მხრიდან დემარში. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე. მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაგვაყანებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. როგორც მინიმუმ თავის მოსაზრებას გვეტყოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ხედავს ის კრიზისიდან გამოსასვლელად. წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი აქტუალობის. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ახლა უნდა შეიქმნას შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციის მიღებას, ამაში არ ჩავერთვები, კი ბატონო, მზად ვარ ხელი მოვაწერო დეკლარაციას ან მოსაზრებას, რომელსაც ვეთანხმები. ვფიქრობ, ამ ფორმატში ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება", - აღნიშნავს ბურჯანაძე.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ეროვნული თანხმობის პროცესში, ნინო ბურჯანაძე პასუხობს: "ვნახოთ რა ფორმას მიიღებს შემდეგი ფორმატი. გთხოვთ, ჩემი პოზიცია დემარშად და გამიჯვნად არ ჩათვალოთ. ამ ფორმატს წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ, მე ჯერ ჩემ თავს ამაში ვერ ვხედავ",- აღნიშნავს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სავარაუდოდ ეხება ეროვნული თანხმობის პროცესს. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა