საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც წესსა და წესრიგს ადგენს, თუ როგორც წყდება დეპუტატთა უფლებამოსილების საკითხი - საერთო წესიდან გამონაკლისი ვერც შალვა ნათელაშვილი, ვერც ელენე ხოშტარია და ვერც ბადრი ჯაფარიძე იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
ამასთან, მათიკაშვილის თქმით, მათთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე უმრავლესობა პლენარულ სხდომამდე იმსჯელებს და “ დეპუტატები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ“.
“ვიდრე პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ მიერ ნაბიჯები კარგად არის გასაანალიზებელი, ხოლო კანონმდებლობა შესასწავლი, თუ რა შედეგი მოჰყვება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტზე არ დასწრებას, უარს სადეპუტატო მანდატზე, სიის ჩახსნას, ასევე რა შედეგები მოაქვს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლას. ეს ჩვენს მიერ მოგონილი და მოფიქრებული არ არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებო პარლამენტს მიმართავენ, მხარი არ დაუჭირონ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღონ.