კახა კალაძის განცხადებით, „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები საკუთარ ბინებს დათქმულ ვადაში მიიღებენ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტი დაათვალიერა, რომელიც კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად შენდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს ამჟამად სამშენებლო კომპანია m2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში, თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო.

„თქვენ იცით კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემა და ალბათ გახსოვთ, რომ მივიღეთ ამ პრობლემის მოგვარების გადაწყვეტილება. სამშენებლო კომპანია m2-მა აიღო ამ მშენებლობების დასრულების ვალდებულება. დღეს ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ამ სამუშაოებს. კორპუსების ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. 2023 წლისთვის „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს. სამ ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობა. ეს არის მირცხულავას, ნუცუბიძის და ჭყონდიდელის ქუჩები. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ამ ობიექტებზე ერთი დღით არ გაჩერებულა სამუშაოები. დაზარალებული ოჯახებისთვის მიცემული დაპირება 2023 წელს შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია m2-მა მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის მარტში დაიწყო.

„m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა