თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორი დღის წინ ვაზიანის მე-4 ბრიგადასთან 2 ჯარისკაცი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ეს არის ცრუ ინფორმაცია და არ ვადასტურებთ. არასწორი ინფორმაციაა და შესაბამისად, ვერ დავადასტურებთ. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ტატუნაშვილმა.