პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი - არ ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად, - ამის შესახებ პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატის, ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ის ეხმაურება იტალიის პარლამენტში დეპუტატ მატეო დალ’ოსოს პრესკონფერენციას თემაზე: „ხალხების თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა”, რომელშიც ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ვალენტინო ვალენტინის განცხადების თანახმად, დეპუტატ დალ’ოსოს განცხადება არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას.

„შევიტყვეთ დეპუტატ დალ’ოსოს მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალ’ოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, - აღნიშნავს ვალენტინო ვალენტინი.

განცხადება გაავრცელა დეპუტატთა პალატის პრესცენტრმაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია არ იმართება არც დეპუტატთა პალატის, არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით.

„დეპუტატ მატეო დალ’ოსოს ორგანიზებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, რომლის სათაური იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, ვაცხადებთ, რომ პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია არ იმართება არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით; მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი“, - აღნიშნავენ პრესცენტრში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა