"ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის წევრებს საიმონ მორდიუსა და მაგდალენა გრონოს შეხვდნენ. ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იქნა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხები, პოლარიზაციის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში, საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
ინფორმაციისთვის, ბრიუსელში "ლელოს" ლიდერების ვიზიტი 10 თებერვალს დასრულდება.