საგარეო უწყება - მატეო დალ'ოსო, ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით, მის ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან

იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც იტალიის პარლამენტში დეპუტატ მატეო დალ ოსოს პრესკონფერენცია თემაზე: „ხალხების თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა” გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "იტალიის მხარეს არაერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება".

“საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალ'ოსო, ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენლეთა პროვოკაციულ ქმედებებში.

პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა