"ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს (EPP, გერმანია) შეხვდნენ.
„საგარეო კომიტეტის წევრთან შეხვედრისას განხილული იქნა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, დემოკრატიის და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა და მოქმედი ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.