ირაკლი ზარქუა - სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი - სოსო ჯაჭვლიანს ვუჩევდი, თუ მტკიცებულებები აქვს, მოწმეებთან ერთად პროკურატურაში მიბრძანდეს

სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი - სოსო ჯაჭვლიანს ვუჩევდი, თუ მტკიცებულებები აქვს, მოწმეებთან ერთად პროკურატურაში მიბრძანდეს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, რომ მან და ლუკა კურტანიძემ მის სახლში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინეს.

მისი თქმით, როცა სოსო ჯაჭვლიანი 2015 წელს მომხდარზე ახლა საუბრობს, ეს ნაკლებ დამაჯერებელია.

"ამ ადამიანმა სხვათაშორის, სხვა თემაშიც მოიტყუა, თეა წულუკიანზე თქვა, რომ არ ხვდება, აღმოჩნდა რომ 3- ჯერ შეხვდა, როცა ასე იტყუება ადამიანი, რატომ გგონიათ, რომ იმ ნაწილში მართალია? ჩემთვის მიუღებელია ყოველგვარი მიყურადება, ეს წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს. თუ მსგავსი იყო, უნდა მიმართოს პროკურატურას, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სხვათა შორის ამის არწარმოდგენაც დანაშაულია, ასე რომ ვუჩევდი, თუ რამე აქვს, მოწმეებთან ერთად პროკურტურაში მიბრძანდეს", - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა “TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ამ ფაქტის მოწმე არის ლუკა კურტანიძე. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს უამბო, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას