ირაკლი ზარქუა - აბა, სააკაშვილის ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები აიღეთ, კიევში ჩაბრძანდით და ნახეთ აპარტამენტები ან ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ ვინმემ აჩუქა?

ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი?! - სააკაშვილმა პუტინის დაკვეთით შეასრულა პუტინის მისია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის თემის ხსენება მისთვის მომგებიანი არ არის.

„20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს. თუ ჩვენ დღეს გვაქვს ბორდერიზაციის პრობლემა, რაც ყოველდღიურად ხდება ოკუპანტის მხრიდან, ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილს და მის გუნდს და ეს კარგად იცის მან. ეს რომ ასეა, მათ შორის, ჩანს იმ რეზოლუციაშიც, რასაც მხარი დაუჭირეს, მოღალატეობრივი ქმედებების შედეგია ეს, რაც გვაქვს, ეტყობა მართლა ცუდად არის, თორემ ასეთ თემებს არ უნდა შეეხოს,"- განაცხადა ზარქუამ.

ზარქუამ ჟურნალისტებს მიუწოდა სააკაშვილის და მისი იჯახის წევრების ქონებით დაინტერესდნენ, რაც მისი თქმით, ბიუჯეტის ხარჯზე აქვთ შესყიდული.

„მილიარდები გაიტანეს, აბა მისი ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, დედამისზე მაგალითად, არ გაინტერესებთ? ჩამოარაკრაკეთ აბა და მერე მოდით და დამისვით კითხვა. ან იქნებ კიევში ჩაბრძანდეთ და ნახოთ ის სასახლეები, რაც აქვს, აპარტამენტები, რაც კიევის ცენტრში აქვს, როგორ ფიქრობთ, ვინმემ აჩუქა? ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ ვინმემ აჩუქა? - არა, ბატონებო, მოპარული თანხით, საქართველოდან გაზიდული თანხებით არიან მათ შორის კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და მთელი მისი საძმო,"- განაცხადა ზარქუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა