გასულ წელს ვაფრთხილებდით ჩვენს კოლეგებს, როცა დალაგდნენ და სიმაღლის მიხედვით მიდიოდნენ სიების ჩახსნაზე ხელის მოსაწერად - “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო” ხომ გაგიგიათ ანდაზა? დაახლოებით ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, „ლელოს“ და „ლეიბორისტებს“ დაფინანსება შეუწყდებათ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შესაძლოა, ოპოზიციის დასჯას ცდილობდეს, თუმცა, გაუგებარია, თავად ოპოზიციამ რატომ მისცა ამის საშუალება თავის დროზე სიების ჩახსნით.
„პარტიების თავმჯდომარეებმა ჩახსნეს სიები და თვითონ შემოვიდნენ პარლამენტში, მათი თანაგუნდელები კი, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და განცხადებაც კი არ დაუწერიათ პარლამენტის დატოვებაზე, ვერ შემოდიან პარლამენტში. ეს არის უსამართლო და არაკონსტიტუციური, რომ კონკრეტული პირის ნაცვლად სხვამ მიიღო გადაწყვეტილება. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება, ჩახსნა სია და სხვები ვერ შემოდიან მის მიერ სიის ჩახსნის გამო, მაგრამ ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა - „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, დაახლოებით ეს დაემართა ქართულ ოპოზიციას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც კი სურთ ამის აღიარება, რომ არასწორი იყო სიების ჩახსნა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.