თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძეს - მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით

მე დღეს მრცხვენია, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იქცევა ასე, ზურგს აქცევს სიმართლეს, არ ამბობს, არ უდგას ყოფილ თანამშრომლებს გვერდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამთ, იმიტომ, რომ ეს იქნება, რაც მთელი ცხოვრება გაგაწამებთ, - ასე მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ სასამართლო სხდომაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს.

მისივე თქმით, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს.

„ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ვეთამაშოთ საკუთარ სულს, ვეთამაშოთ ჩვენს საკუთარ თანამშრომლებს, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს. მე რაც არ უნდა 11 წელი ციხეში ვიჯდე, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ეს იქნება დიდი სირცხვილი, რომელიც თქვენც შეგარცხვენთ, მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით, ეს არის სიმართლე“,- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა