გივი მიქანაძე -  პარტიის თავმჯდომარე "ნაცმოძრაობაში" უკვე ფორმალობას წარმოადგენს

გიორგი გახარია თავის გუნდთან ერთად პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს, ეს ორი პარტია ერთ თამაშს თამაშობს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან დაკავშირებულ ძალებთან, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა ოპოზიციის კონსტრუქციული და ჯანსაღი ჩართულობით რომ ხორციელდებოდეს. ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვხედავთ 180 გრადუსით საპირისპირო სიუჟეტს, რომელიც განვითარებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ იდეაზე, როგორმე დავიბრუნოთ ძალაუფლება ხელში.

ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ისეთ რადიკალურ ფრთასთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები, რა თქმა უნდა, კოალიცია იქნება წარმოუდგენელი. გახარიასთან როგორ შეიძლება რაიმე კოალიციაზე ან თანამშრომლობაზე საუბარი, როდესაც ჩვენ არაერთი მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ აქვთ რამდენიმე საკრებულოში შესაძლებლობა, რომ ვისთანაც კოალიციაში შევლენ მასთან ერთად შექმნან ერთგვარი ალიანსი და ჩვენ ვხედავთ პირდაპირ კავშირს, რომელიც აქამდეც არსებობდა. ეს ორი პარტია ერთ თამაშს თამაშობს და ისინი საკუთარ ინტერესებზე არიან ორიენტირებული. ასეთ ძალებთან რაიმე კოალიციაზე საუბარი ძალიან რთული იქნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ისინი შეეკრნენ „ნაციონალურ მოძრაობას" და ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს კონტექსტში უმრავლესობა მათ გადაწყვიტეს „ნაციონალების“ სასარგებლოდ.

სააკაშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული და იხდის სასჯელს, არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ვხედავთ, თავის მომხრეებში და იმ პარტიაში, რომლის ბელადადაც ის ითვლება, ის ახორციელებს ამ დღის წესრიგს და ვხედავთ იმას, რომ პარტიის თავმჯდომარე იქ უკვე ფორმალობას წარმოადგენს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა