"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობენ. "ლელოს" ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს შეხვდნენ.
"შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, დემოკრატიის და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები. "ლელოს" ლიდერებმა საკუთარი ხედვა და ინიციატივები გააცნეს არსებული გამოწვევების დასაძლევად. სხვა მაღალი დონის შეხვედრები დაგეგმილია ევროპარლამენტარებთან, ევროპული კომისიის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან", - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.