რუსთავის საკრებულოში ,,ქართული ოცნება“, ოპოზიციურ ფრაქციებს მოუწოდებს, ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი დროულად დაამტკიცონ

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი არ გასულა.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებამ“, ოპოზიციურ ფრაქციებს მოუწოდა მერიის მიერ ინიცირებული - ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი დროულად დაამტკიცონ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, განცხადება ამის თაობაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარი ლიპარტელიანმა გააკეთა.

,,რუსთავის ბიუჯეტი იზრდება 7 მილიონით და საკრებულოში ცვლილებების პროექტი უკვე გადმოგზავნილია. არის ისეთი საკითხები, რომელთა დროულად გადაჭრა აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისთვის, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მხარდამჭერია ესა თუ ის ამომრჩეველი, ვიღაცას თავზე ჭერი ენგრევა, ვიღაცას სხვა პრობლემა აქვს და ეს ყველაფერი უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს“, - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც საკრებულოს ფრაქცია ,,რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნათია შელეგიამ განაცხადა, ბიუჯეტის გაზრდა მისასალმებელია, თუმცა მერიის მიერ ინიცირებულ ამ და სხვა საკითხებს სხდომაზე მხოლოდ საკრებულოს ბიუროს ფორმირების შემდეგ გაიტანენ.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძემ აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები საკრებულოში ამ დრომდე მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით იყვნენ დაკავებული.

,,დეკემბრის თვეში ვიმუშავეთ და 7 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, გადავანაწილეთ ისეთ პროექტებზე, რომელზეც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა. რუსთავის საკრებულოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღემდე ვერ მოხერხდა ამ თანხის ბიუჯეტში ცვლილების სახით ასახვა, რომ ეს პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ. ჩვენ ვხედავთ რუსთავის საკრებულოში ორი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ვერ შეთანხმდნენ თანამდებობებზე, სამი თვის განმავლობაში დაკავებულები არიან მხოლოდ ერთი რამით, რომ გადაინაწილონ თანამდებობები. პირველი სხდომა დატოვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეჯერდნენ ვინ იქნებოდა თავმჯდომარე, დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი მხოლოდ ვინ სად დაინიშნება და როგორ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან სწრაფად, მას შემდეგ, რაც თანამდებობებს გადაინაწილებენ მიუბრუნდებიან ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიამ ბიუჯეტის 7 მილონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით, ცვლილებების პროექტი საკრებულოს გასულ კვირას გადაუგზავნა. დღევანდელ სხდომაზე კი საკრებულოს დღის წესრიგში მხოლოდ ორი საკითხი, დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა და თავმჯდომარის მესამე მოადგილის არჩევა იყო შეტანილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა