ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

„დღეს უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას პატივი მივაგეთ. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე. "დავითობას " გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ვულოცავ საქართველოს დავითობას და განსაკუთრებით, ქუთაისს. მეფე დავითი ყოველთვის იყო სიმბოლო სიძლიერის და სიმამაცის. ვისურვებდი, რომ ისტორიულ წარსულში ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და სიძლიერე გადმოგვეტანოს დღევანდელ რეალობაში, რამეთუ ერთიანობა და ეროვნული სულისკვეთება არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა", - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერიის ცნობით, „დავითობის" აღსანიშნავად, დღესვე,ქალაქის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება:

გამოფენა "ძლევაი საკვირველი", პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა", დოკუმენტური ფილმის „დავით IV - აღმაშენებელის" ჩვენება. მათი განმარტებით, ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა