დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეფასებით, საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც შესაძლებელია პარტიების საარჩევნო სიების ჩახსნა, არაკონსტიტუციურია და ის საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.
როგორც ხვიჩია აცხადებს, ვერავინ ახსნის, როგორც შეიძლება ადამიანი სიიდან მისი ნების გარეშე ჩაიხსნას ისე, რომ მას ამის თაობაზე განცხადება დაწერილი არ ჰქონდეს.
“ავიღოთ “ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადება დაწერა და საარჩევნო სიის ყველა წევრი ჩახსნა, მათ შორის სიის 37-ე ნომერი მირდატ ქამადაძე, რომელიც პარლამენტში უნდა შემოდიოდეს. ამის შემდეგ ვაშაძე პარტიიდან საერთოდ წავიდა, ხოლო მის მიერ განხორცილებული ქმედება ძალაშია ისე, რომ სიის არც 37-ე, არც 38-ე, არც 39-ე ნომერს განაცხადება არ დაუწერია. როდესაც ვიღაც საარჩევნო სიიდან ჩემი განცხადების გარეშე მხსნის, ეს არ შეიძლება კონსტიტუციური იყოს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.