“ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარ კატალინ ჩეს შეხვდნენ. შეხვედრისას განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებებით შემდგომი საერთო თანამშრომლობის თაობაზე. "ლელოს" ლიდერებმა ასევე გამართეს შეხვედრა სამეზობლო საკითხებში ევროკომისიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და European Endowement for Democracy-ს აღმასრულებელ პრეზიდენტ იერჟი პომიანოვსკისთან“, - ნათქვამია „ლელოს“მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.