ე.წ. საგარეო უწყება - იმედი გვაქვს, ბელარუსი მხარს დაუჭერს აფხაზი ხალხის კურსს, რომელიც მიმართულია თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და მაგალითს რუსეთისგან აიღებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას დადებითად აფასებს.

„აფხაზეთის რესპუბლიკა დადებითად აფასებს ბელარუსის ლიდერის განცხადებას აფხაზეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღიარების შესაძლებლობის შესახებ. აფხაზეთი ღიაა დიალოგისთვის რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ აფხაზეთის ხალხის სამართლიან მისწრაფებებს", - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების განმარტებით, იმედი აქვთ, რომ აფხაზეთი აღიარებასთან დაკავშირებით ბელარუსი მაგალითს სტრატეგიული მოკავშირისგან, რუსეთისგან აიღებს.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის რესპუბლიკა, რომელიც იზიარებს ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, მათ შორის ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს, მხარს დაუჭერს აფხაზეთის ხალხის მიერ არჩეულ კურსს, რომელიც მიმართულია თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და მაგალითს სტრატეგიული მოკავშირისგან, რუსეთის ფედერაციისგან აიღებს“, - ნათქვამია „სამინისტროს“ განცხადებაში.

მათი თქმით, აფხაზეთი დაინტერესებულია ბელარუსთან ოფიციალური კონტაქტების დამყარებით.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როდის მოხდება აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება, განაცხადა: „არის ამაში რაიმე აუცილებლობა? როგორც კი გავიგებ და [რუსეთის ფედერაციის] პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროება არსებობს...“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა