დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს იმუნური ფენა.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას აღნიშნა, ქვეყანაში იმუნური ფენა მაღალია, თუმცა ამან მოსახლეობა არ უნდა დაამშვიდოს.
„ორი მიდგომით გამოვიანგარიშეთ, თუ როგორია ქვეყანაში იმუნური ფენა. ჩვენ ვიანგარიშეთ ბოლო 6 და 9 თვის განმავლობაში გადატანილები და ორჯერადად, სრულად ვაქცინირებულები. თუ ბოლო 9 თვით ვიანგარიშებთ, 83.5% +/- 5 პროცენტიანი ვარიაბილობის ზღვარით გამოვიდა იმუნური ფენა. თუ ბოლო 6 თვის გადატანით ვიანგარიშებთ და სრული ვაქცინაცით, ეს არის 78% +/-5 ვარიაბილობა. მაღალია იმუნური ფენა, მაგრამ ეს არის ის იმუნური ფენა, რომელიც ჩამოაყალიბა გადატანილმა "ვუჰანის", "ალფა", "დელტა" შტამმა და ნაწილობრივ "ომიკრონმა", ასევე იმ ვაქცინებმა, რომელსაც ვიყენებთ. მარტო იმას რომ ჩამოვეკიდოთ იმუნური ფენა სრულად დაგვიცავს, ვერ იქნება ასე. ამით მოსახლეობას ვერ დავამშვიდებთ. ყველა კვლევა ამბობს, რომ "ბუსტერით" დაცულები ვიქნებით ჰოსპტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან",- აღნიშნავს გამყრელიძე.