ამირან გამყრელიძე - „ომიკრონიდან“ „ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევები ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა, შესაძლებელია იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია

„ომიკრონიდან“ „ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა - შესაძლებელია იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ორჯერადად აცრილებში დაცვის პროცენტულ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დაცვის ყველა მაჩვენებელი 99%-მდე იზრდება.

"ორჯერადად აცრილებში ინფიცირებისგან დაცვა გვაქვს 86,9%, ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა გვაქვს 90,6%, 94,1% გვაქვს დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე 94,3%. თუ მესამე, „ბუსტერ“ დოზას იკეთებ - ყველა ეს მაჩვენებელი იზრდება 99%-მდე", - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა