ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 483 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს აფხაზეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 71 პაციენტი მკურნალობს, 20 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 მძიმე მდგომარეობაშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 851-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 605-ს.