ირაკლი ქადაგიშვილი ადეიშვილთან დაკავშირებით ნუგზარ წიკლაურის განცხადებაზე - თვითონ აცემინეს თავი, რათა ჩავარდნილი დღის წესრიგი აქტუალური გახადონ - გავხადოთ ეს ჭეშმარიტებად?

პროვოკაცია მოაწყვეს თვითონ, რომ პროვოკაციით ამოტივტივდნენ ზემოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ხელწერაა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ზოგადად, ნებისმიერ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს ის, ძალადობის წინააღმდეგია, რა მდგომარეობაც და რა გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს.

„ყოვლად მიუღებელია როგორც მორალური, პოლიტიკური, ისე სამართლებრივი კუთხითაც. რა მოხდა რეალურად, რა იყო მოტივი, მიზეზი, თავდამსხმელები ვინ იყვნენ, ალბათ, ამასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, რომ (თავდასხმა) შესაძლოა მის ძველ საქმიანობასაც უკავშირდებოდეს და ვიღაც იყოს, ვინც ამაზე შურისძიებას ფიქრობდა. არაფერს გამოვრიცხავ და წინასწარ არც არაფერს ვუშვებ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკალურმა გადაცემაში ადეიშვილზე თავდასხმაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.

„ეს კიდევ გვიჩვენებს ოპოზიციაში მყოფი დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით „ობიექტურობას“, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისა“. მარტივია, მაშინ, მე ვიტყვი ასე ხელაღებით, რომ თვითონ აცემინეს თავი იმისთვის, რომ რამენაირად თავიანთი ჩავარდნილი დღის წესრიგი ისევ აქტუალური გახადონ და რა, გავხადოთ ეს ჭეშმარიტებად? პროვოკაცია თვითონ მოაწყვეს, რომ პროვოკაციით ამოტივტივდნენ ზემოთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდება. მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა