მარიამ ქვრივიშვილი - უმოკლეს ვადებში მოხდება ბაკურიანში საბაგიროს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რასაც რეაგირება მოჰყვება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 6 თებერვალს ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი დღეს ბაკურიანში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო.

„შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებით. ჯგუფი მოკლე ვადაში მოახდენს გუშინდელი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, რასაც მოყვება შემდგომი რეაგირება. ეკონომიკის სამინისტრო მონიტორინგს ვუწევთ ამ პროცესს და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს ბაკურიანში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ტურისტულ სეზონზე უნდა განვაგრძოთ მაღალი სტანდარტებით შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მომსახურება და მასპინძლობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" (ემთიეი) დირექტორის მოადგილის, თეიმურაზ გამცემლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს შეფერხება - პროცესში, ქართული მხარის გარდა, ჩაერთვნენ ევროპელი სპეციალისტები.

„საბაგირო დღეს უკვე მუშაობს და დამსვენებლებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, დროულად შევისწავლოთ, რატომ გამოირთო აღნიშნული ტექნიკა ავარიულად, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - აღნიშნა თეიმურაზ გამცემლიძემ.

ეკონომიკის მინისტრის დავალებით ბაკურიანში დღეს ასევე იმყოფებოდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბეგლარ კაპანაძის განცხადებით, დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ კადრებთან, ელექტროსისტემების ექსპერტებთან ერთად აწარმოებს მოკვლევას ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, შედეგად, მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა