თუ პარლამენტი ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას მანდატებს შეუწყვეტს, მე-10 მოწვევის პარლამენტი 145-წევრიანი იქნება და მისი შემადგენლობის 150 წევრამდე შევსება ვერ მოხდება

თუ პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას გაითვალისწინებს და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს: - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს მანდატებს შეუწყვეტს, მეათე მოწვევის პარლამენტი მისი არსებობის განმავლობაში 145-წევრიანი იქნება და მისი შემადგენლობის 150 წევრამდე შევსება ვერ მოხდება.

როგორც ცნობილია, ხუთი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, “ევროპული საქართველოს“, “ლეიბორისტული პარტიის“, “სტრატეგია აღმაშენებელისა“ და “ლელოს“ საარჩევნო სიები განულებულია. სწორედ ამის გამო აღნიშნული პარტიების მიერ წარდგენილი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მათი ადგილმოცვლის შეყვანა ვერ ხდება.

გასულ წელს პარლამენტმა ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძეს, პირადად განცხადებების საფუძველზე, მანდატი შეუწყვიტა. შედეგად პარტიებმა თითო-თითო მანდატი დაკარგეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა