პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის დასკვნის წარდგენისას განაცხადა, კომიტეტმა განაჩენის ასლი გამოითხოვა.
„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.