8 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ლონდონში მიემგზავრება

8 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ლონდონში მიემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა, შეხვედრები თემთა პალატისა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეებთან გაიმართება.

"ასევე შევხვდებით ჩემს კოლეგას და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრები გაიმართება აკადემიურ წრეებთან. ვისაუბრებთ, როგორც ორმხრივ, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრა გაიმართება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლად დანიშნულ სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ჩვენს რეგიონს ფარავს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, შეხვედრების ფარგლებში განხილვის საგანი იქნება თუ არა ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის შექმნის ინიციატივა და ასეთი ალიანსის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მასში საქართველოს წევრობა, სამხარაძემ განაცხადა, რომ საუბარი აღნიშნულ საკითხზე იქნება. აქვე სამხარაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ნათელი სურათი ალიანსის თაობაზე არ არის და პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა, მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ალიანსმა, არ ჰქონდა.

“ჯერჯერობით დეტალები ალიანსის თაობაზე არ ვიცით. რა ტიპის ალიანსია, რა მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული და როგორ განვითარდება - ბუნებრივია, ამაზე საუბარი გვექნება. თუ ალიანსი ჩვენთვის საინტერესო იქნება ვისაუბრებთ, რამდენად შეძლება მასში საქართველოს დამატება. ალიანსის შექმნა იდეის დონეზეა გაჟღერებული და დეტალებს ლონდონში ვიზიტის დროს გავარკვევთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა