რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა

რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რუსთავის მერის თქმით, ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი 7 მილიონი ლარით, განხორციელდება მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტები, რომელთა დამტკიცების მიზნით, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.

ნინო ლაცაბიძე იმედოვნებს, რომ საკრებულო წარდგენილ პროექტებს დროულად დაამტკიცებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი განხორციელება.

„რუსთავის ბიუჯეტი, 7 მილიონი ლარით იზრდება. ჩვენ შევიტანეთ საკრებულოში იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ. ძირითადი თანხა მიმართულია ავარიული შენობების გამაგრებაზე, ასევე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე. თითოეული პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ 7 მილიონი ლარით არის ბიუჯეტით გათვალისწინებული, მოსახლეობის მოთხოვნაა, ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც მოსახლეობა ხელმოწერებით ითხოვს აღნიშნული პროექტების განხორციელებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთავის საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას და საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიუჯეტში დამატებული 7 მილიონი ლარი ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას, საცხოვრებელ კორპუსებში შიდა წყალკანალიზაციის სისტემებისა და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, სპორტული და საბავშვო მოედნები მშენებლობასა და აღჭურვას, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი შენობების სახურავების აღდგენას და მინიმალური სასურსათო კვების პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა