თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნას, ოპოზიციონერი დეპუტატები დაუჭერენ მხარს და გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზედამხედველო მექანიზმის გამოყენება მაშინ, როდესაც „ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია“.

„დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ბიუროს სხდომაზე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კომისია შეიქმნას. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა იმისთვის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ბერკეტი პარლამენტის და საკანონმდებლო ორგანოს ხელში. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზედამხედველო მექანიზმის გამოყენება მაშინ, როდესაც ყველა ინსტიტუცია ქვეყანაში არის მიტაცებული და შეუძლებელია სიმართლის დადგენა. ამის გათვალისწინებით, მე იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც საკუთარ თავს მოიაზრებს ოპოზიციაში და ვისაც სურს, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საკითხზე, მხარს დაუჭერს კომისიას და ამ შემთხვევაში, „ქართლი ოცნების“ გადასაწყვეტი ეს არ იქნება.

ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის რადას წევრებთან ძალიან ახლოს, მათ შორის, განიხილება უკრაინის რადაშიც პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ირგვლივ კომისიის შექმნის საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან ამ საკითხზე, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ მას, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება მთელს რეგიონს, იმიტომ, რომ ეს არის გზავნილი პუტინის მხრიდან ნებისმიერი პროდასავლელი რეფორმატორის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასთან ამ საკითხზე,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა