ნიკა ვაჩეიშვილი თეა წულუკიანის მიერ კულტურის სფეროს მართვას „ყველაზე არაკულტურულ მართვას“ უწოდებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი თეა წულუკიანის მიერ კულტურის სფეროს მართვას “ყველაზე არაკულტურულ მართვას” უწოდებს და აცხადებს, რომ “მან შეიძლება სხვანაირი მართვა არც იცის”.

როგორც ვაჩეიშვილმა ჟურნალისტებს კულტურის წარმომადგენლების შეხვედრაზე, კულტურის სფეროს დღეს არსებულ მმართველობაზე საუბრისას განუცხადა, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიაზროს, რომ ასე გაგრძლება აღარ შეიძლება.

“ეს კულტურის ყველაზე არაკულტურული მართვაა - ასეთი რამ ვინმეს რომ ეთქვა, ყველა შევიცხადებდით და ვიტყოდით, რომ ეს ფილმის ცუდი სცენარია, მაგრამ ეს ჩვენს ცხოვრებაში დადგა. ქალბატონი თეა არ აპირებს, რომ პოზიციებს გადახედოს. შეიძლება მართვის სხვანაირი სტილი არც იცის. პირდაპირ ციხის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის პოზიციით მართვა მიმდინარეობს ჩვენი მეცნიერების, კარგი ხალხის და გადასარევი კულტურული მემკვიდრეობის.“ქართულმა ოცნებამ” მთლიანად უნდა გაიაზროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება”,- განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა