ეკა ბესელია - ყველაფერს შეეგუება „ქართული ოცნება“, შეიძლება ყველაფერი გაწიროს, მაგრამ ამ სასამართლოს ხელს არ გაუშვებს

როგორ შეიძლება გუშინ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, პოლიტიკური დავალების შემსრულებელი ადამიანი, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აირჩიო უვადო მოსამართლედ და ის კარგი გახდეს? – „ოცნებამ“ შეიძლება ყველაფერი გაწიროს, ამ სასამართლოს ხელს არ გაუშვებს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ცალკე აღებული ერთი მოსამართლით, შეიძლება შეაფასო მთლიანად სასამართლო სისტემა.

ბესელიას განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ ცდილობს დროის გაყვანას და თანამშრომლობის რაღაც იმიტაციის შექმნას.

„არავითარი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს პროცესი, უბრალოდ, ეს კონკრეტული ადამიანები, ანუ მოსამართლეები, ცალკე აღებული ერთი მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს ის ერთი განაჩენი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მთლიანად სისტემა შეაფასო, რადგან ამ ინდივიდებისგან შედგება მართლმსაჯულების სისტემაა.

კოლექტიური უსამართლობის განმასახიერებელი თუ არის ეს სისტემა და დღეს 300 მოსამართლიდან 80%-ზე მეტი უკვე დანიშნულია უვადოდ, ასევე მათი 80% წინა ხელისუფლების, იმ უსამართლო სისტემის განმახორციელებლები არიან. რეფორმა როგორ იქნება წარმატებული? - ჩვენი ამოცანა იყო, ნაბიჯ-ნაჯიბ შეგვეცვალა კანონები და ვცვლიდით, ამავე დროს უნდა შეგვეცვალა ადამიანებიც. როგორ შეიძლება გუშინ, პოლიტიკური დავალების შემსრულებელი ადამიანი, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აირჩიო უვადოდ და ის კარგი გახდეს?

ეს დროის გაყვანაა, რომ როგორმე გადააგოროს ყველა რთული ეტაპი „ოცნებამ“ და ამით, რაღაც იმიტაცია შექმნას თანამშრომლობის, რაღაც ტიპის თანამშრომლობის პარლამენტში. ყველაფერს შეეგუება „ქართული ოცნება“, შეიძლება ყველაფერი გაწიროს, ამ სასამართლოს ხელს არ გაუშვებს, ვიდრე არიან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა