საქართველო ყველა იმ ძალისხმევაშია ჩართული, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს - ამის კონკრეტული გამოვლენა იყო ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტი არა შემთხვევით, არამედ სპეციალურად საქართველოში გაჩერდა და გარკვეული მოლაპარაკებები გამართა,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ყველაფრიდან რაიმე უარყოფითი გამოადნოს, ფაქტები და რეალობა მუდმივად საწინააღმდეგის ამტკიცებს. რაც შეეხება ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსს, ქადაგიშვილის თქმით, როგორი იქნება ალიანსი, ეს ჯერ ნათლად ჩამოყალიბებული არ არის.
„რა ფორმა იქნება, ამაზე კონკრეტულად ჯერ არავინ საუბრობს. ისე მოგეხსენებათ, რომ საქართველო სხვადასხვა ფორმატებში ჩართულია, მათ შორის შავი ზღვის თანამშრომლობის კუთხით, ასოცირებული ტრიოს კუთხით და თუ ეს ისეთი ფორმატი იქნება, სადაც საქართველოს მონაწილეობა კარგი იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ფორმატში თანამშრომლობისთვის მზად ვართ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.